სპორტი
"ტაო" ფინალურ თამაშში 27:12 დამარცხდა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ ფინალური მატჩი მოწინააღმდეგის მოედანზე გამართა. მესხი მორაგბეები თბილისის "ხვამლს" შეხვდნენ.

პირველი ტაიმი 17:5 დასრულდა "ხვამლის" სასარგებლოდ სასარგებლოდ.  მეორე ტაიმში ტაოელებმა 7 ქულის მოპოვება შეძლეს, თუმცა გამარჯვება მაინც ვერ მოახერხეს.

საბოლოო ანგარიში კი 27:12 დაფიქსირდა თბილისის "ხვამლის" სასარგებლოდ.

დღევანდელი თამაშის გამარჯვებული გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

| Print |