სპორტი
ახალქალაქელმა კიკბოქსიორებმა რიგაში 6 მედალი მოიპოვეს
რიგაში კიკბოქსინგში გამართულ ჩემპიონატზე ახალქალაქის სპორტკომპლექსის სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს. 6 მონაწილიდან 5-მა სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა, ერთმა კი მეორე ადგილის მოპოვება შეძლო.

შეჯიბრში სპორტსმენები საქართველოდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან მონაწილეობდნენ. საქართველოდან სულ 16 სპორტსმენი იყო წარდგენილი.

„ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჩვენ, მხოლოდ გამარჯვების იმედით წავედით და ასეც მოხდა", - ამბობს მწვრთნელი სერგეი ტონაკანიანი.

  • არტემ კამალიანი - I ადგილი 76 კგ. წონით კატეგორიაში;
  • რაზმიკ კამალიანი I ადგილი 28 კგ. წონით კატეგორიაში;
  • ალბერტ პალოიანი - I ადგილი 26 კგ. წონით კატეგორიაში;
  • სარგის ტონაკანიანი - I ადგილი 57 კგ. წონით კატეგორიაში;
  • ვარდან გასპარიანი - I ადგილი 30 კგ. წონით კატეგორიაში;
  • რომან კარაგებაკიანი II ადგილი 32 კგ. წონით კატეგორიაში.

ახალქალაქის მერია სპორტსმენებს შეჯიბრში მონაწილეობისთვის ფინანსურად დაეხმარა.

წყარო: JNEWS.GE
| Print |