სპორტი
"ტაომ" "ყაზბეგი" დაამარცხა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ "ყაზბეგს" უმასპინძლა და თამაში გამარჯვებით დაასრულა.

პირველი ტაიმი 29 : 5 დასრულდა "ტაოს" სასარგებლოდ. მეორე ტაიმში ტაოელებმა კიდევ 7 ქულის მოპოვება შეძლეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

საბოლოო ანგარიში კი 36 : 24 დაფიქსირდა.

მესხ მორაგბეებს წინ კიდევ ერთი თამაში აქვთ "ყაზბეგთან". იმ შემთხვევაში, თუ "ტაო"დარჩენილ თამაშსაც გამარჯვებით დაასრულებს, გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავა.
| Print |