სპორტი
ადიგენელმა მოჭიდავემ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
ადიგენელმა მოჭიდავემ, რომეო ბერიძემ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, გარდა მესხი სპორტსმენისა, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, მედალი ათივე წონით კატეგორიაში დაიმსახურა.

ქართველმა 20-წლამდელებმა შეჯიბრება 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ივნისის ბოლოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
| Print |