რეგიონი
დუმის დეპუტატის თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფსოუს "სასაზღვრო პუნქტი" შესაძლოა გაუქმდეს
რუსეთის დუმის დეპუტატი და დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფსოუზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლებელია გაუქმდეს.

"საუბარი იყო ფსოუს გამშვები პუნქტის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემა, რომელიც წლიდან წლამდე ხდება, არანაირად არ გვარდება. [...] შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, მაგრამ ამ სპეციალური საკითხის გამო ჩვენ უფრო სერიოზული საკითხებიც დავსვით - იმის შესახებ, რომ გავაუქმოთ ეს გადასასვლელი, იმის მსგავსად, როგორც ეს ბელარუსში მოხდა", - თქვა ლეონიდ კალაშნიკოვმა კომიტეტის შემდეგ.

დუმის სპიკერის მოადგილე, ანა კუზნეცოვა ამბობს, რომ ბავშვებიანი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი მიმართულებები უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული.


"ფორმულა"
| Print |