სპორტი
ახალქალაქელი მოკრივე არტიუშ გომციანი ევროპის ჩემპიონი გახდა
სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კრივში, ახალქალაქელმა არტიუშ გომციანმა ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ფინალში ესპანელ ხოსე კილეს ბროტონსს დაუპირისპირდა და ურთულესი ორთაბრძოლა ანგარიშით: 3-2 დაასრულა.

საქართველოს სახლით მოასპარეზე არტიუშ გომციანი ევროპის ჩემპიონი 60 კგ. წონით კატეგორიში გახდა. მან მანამდე მეოთხედფინალში, ირლანდიელ ჯონ პოლ ჰეილს აჯობა, ნახევარფინალში კი ბრძოლა უნგრელ როლანდ ვერესს მოუგო.

ერევანში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი კრივში 22 - 31 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების 10-მა სპორტსმენმა მიიღო. ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ სულ 4 მედლის მოპოვება შეძლო აქედან სამი ოქრო და 1 ვერცხლია.
| Print |