სამოქალაქო კლუბის წევრები 2014 წლის “იმედის გმირს” მინდია შაინიძეს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა სპორტსმენის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი და სიუჟეტი ნახეს. ასევე, ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე. გარდა ამისა, სპორტსმენმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი მიღწევებიც გააცნო.
შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“–ს ფარგლებში გაიმართა, რომელიც USAID-ისა და PH internacional-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამას სამცხე–ჯავახეთში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პროექტის მიზანს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და მათი ცხოვრების წესის გაცნობა წარმოადგენს. მაკა სუდაძის განმარტებით, მინდია შაინიძე მათთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან იგი წლების წინ ახალგაზრდული ცენტრის წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ სპოტსმენმა “იმედის გმირი 2014″–ის ტიტული 14 ფინალისტს შორის მოიპოვა. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში ახალგაზრდებს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უფასოდ ავარჯიშებს. გარდა ამისა, შაინიძე მათ სასკოლო საგნების მომზადებაშიც უსასყიდლოდ ეხმარება.
|