რეგიონი
რუსული ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა
რუსული ვერტმფრენი "მი-8" ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა.

რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ესტონეთის თვალთახედვით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიბარეს.

რუს დიპლომატს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის შესახებ ნოტაც გადასცეს.
| Print |