რეგიონი
ოკუპანტებმა დონეცკში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - დონეცკის გუბერნატორი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.

მისი განცხადებით, დაშავებულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე.

„11 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: სამი ბახმუტში, ორი კურახოვოში, ერთი მარინკაში და ერთი ავდიივკაში. დაშავდა კიდევ 14 ადამიანი“, - წერს კირილენკო.

მისი განმარტებით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.
| Print |