სპორტი
ამირან გოგოლაძემ პირველივე რაუნდში ტრავმა მიიღო
ახალციხელმა სპორტსმენმა, GFC-ს მებრძოლმა ამირან გოგოლაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში Dan White's Contender Series-ზე იბრძოლა. მისი კარიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მარცხით დასრულდა. სპორტსმენს პირველივე რაუნდში მხარი ამოუვარდა და იძულებული გახდა ამერიკელ მეტოქეს დარიუს ფლაუერსს დანებებოდა.

UFC-ის ოთხბრძოლიანი კონტრაქტისთვის ბრძოლა ლას-ვეგასში გაიმართა. ამირან გოგოლაძე Dan White's Contender Series-ზე სამცხე-ჯავახეთის შერეული ორთაბრძოლების მიხეილ მესხის კლუბ "13 LEGION"-ის სახელით იბრძოდა.

24 წლის ახალციხელი სპორტსმენის ანგარიშზე ამჯერად 14 გამარჯვება და 3 მარცხია. მისი ყველა მარცხი ორთაბრძოლის დროს მიღებულ ტრავმებს უკავშირდება.

ორთაბრძოლა ნახეთ ბმულზე: https://bit.ly/3wqtvkL
| Print |