სპორტი
ბორჯომელი ვეტერანი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს
ბორჯომელი ვეტერანი მოჭიდავე ნოდარ ანდღულაძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. იგი საქართველოს სახელით, ძიუდოში 100+ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

სპორტსმენები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იჭიდავებენ. სამცხე-ჯავახეთიდან ნოდარ ანდღულაძე ერთადერთი ვეტერანი სპორტსმენი იქნება. მის გარდა ჩემპიონატში მონაწილეობას სხვა ქართველი ძიუდოისტებიც მიიღებენ.

ნოდარ ანდღულაძეს კარიერის მანძილზე 9 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. დღეისათვის იგი ძიუდოში ახალ თაობას ავარჯიშებს. ვეტერანი მოჭიდავე ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტების მწვრთნელია.

მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში 9 სექტემბერს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გაიმართება.
| Print |