სპორტი
მოჭადრაკე დები ბორჯომიდან - ბარბარე და ელენე შონიებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს
უკვე კარგად ცნობილი მოჭადრაკე დების, ბარბარე და ელენე შონიების კიდევ ერთი წარმატება. ბორჯომელმა დებმა გამარჯვება ამჯერად ბათუმში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე მოიპოვეს. ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად ფესტივალზე სომეხი და უკრაინელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.

ელენე 8 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის თამაშობდა, ბარბარემ კი 10 წლიანებში იასპარეზა. დებმა პირველი-მეორე ადგილი გაიყეს ტურნირის სხვა მონაწილეებთან.

დაჯილდოების ცერემონია ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრში გაიმართა.

"ბარბარე უახლოესი გეგმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა, ჩემპიონატი 15-28 სექტემბერს იმართება და ამჯერადაც მონაწილეებს ბათუმი უმასპინძლებს",
- ამბობს გოგონების დედა ანი კახელი.

ტელეკომპანია "ბორჯომი"
| Print |