ახალციხეში, მინი ფეხბურთში უბნებს შორის ტურნირი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს საფეხბურთო აკადემიისა და ეგრეთ წოდებული „ვერიპლანის“ დასახლების გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა ანგარიშით 4–2 დასრულდა. უბნებს შორის პირველობა საფეხბურთო აკადემიის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს მედლები, თასები, და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ჩემპიონატი 8 დეკემბერს დაიწყო. მას ორგანიზება სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაუწია.
ტურნირში მონაწილეობა, მხოლოდ, 1999 წლამდე დაბადებული ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო.
გელა მაისურაძის განმარტებით, მომავალში ტურნირი ქალაქის პირველობაზე ჩატარდება.
|