რეგიონი
რუსებმა ნიკოპოლი და მარჰანეცი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი კვლავ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დილით ნიკოპოლს და მარჰანეცს „გრადებიდან“ და მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. მშვიდობიან ქალაქებს 30-მდე ჭურვი ესროლეს", - წერს რეზნიჩენკო.

მისივე თქმით, მარჰანეცში ორი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ცხრა ადამიანი. თავდასხმის გამო 2200 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნიკოპოლში 10 სახლი დაზიანდა.

"დაბომბვის ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ. ნგრევისა და დაზიანების მასშტაბები ზუსტდება", - აცხადებს რეზნიჩენკო.
| Print |