სპორტი
ახალციხეში სპორტული ტანვარჯიშის ტურნირი ჩატარდა

ახალციხის თოჯინების თეატრში, 12 ნოემბერს, მრავალი წლის შემდეგ პირველად, სპორტისა და ტანვარჯიშის ფუძემდებლის ლუსიანე იგითხანაშვილის ,,ლუკიჩის“ სახელობის ტანვარჯიშის საჩვენებელი ტურნირი ჩატარდა. ტურნირში 30-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ლუსიანე იგითხანაშვილის შვილი ლუკა მესხი ტურნირის ორგანიზებას დადებითად აფასებს.
ტანვარჯიშის კლუბ ,,ჰარალეს" ხელმძღვანელი მესხეთში ზაზა ვარდიძე იმედოვნებს, რომ პატარა მოტანვარჯიშეები არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპისა და მსოფლიოს ტურნირებზე იასპარეზებენ.
| Print |