სპორტი
ადიგენელმა ძიუდოისტებმა ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
ადიგენელმა ძიუდოისტებმა, ლევან ბიგანაშვილის სახელობის პირველ საერთაშორისო ღია ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

შეჯიბრი სამ და ოთხ დეკემბერს თბილისში ჩატარდა, სადაც ჯამში 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ადიგენელმა ძიუდოისტებმა ტურნირზე ათი საპრიზო ადგილის დაკავება მოახერხეს და შინ ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
| Print |