რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს
დონეცკის ოლქი ისევ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტშია. ღამით, იერიშის სამიზნე, კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა.

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

გავრცელებული ცნობით, აფეთქებების სერია იყო დნიპროსა და ზაპოროჟიეში. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ირანული დრონების მოძრაობა დაფიქსირდა პოლტავაში, ჩერკასსა და კიროვოგრადის ოლქებში.
| Print |