სპორტი
სამცხე-ჯავახეთში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა
სამცხე-ჯავახეთში ჭადრაკის ჩემპიონატი დასრულდა.რეგიონის პირადი პირველობები ჭადრაკის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, 17, 18 და 19 მარტს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის გაერთიანებულ სასპორტო სკოლაში მიმდინარეობდა.

ჩემპიონატი სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის და ახალციხის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

ჩემპიონები გამოვლინდნენ 10 და 14 წლის მოზარდებს შორის. შედეგები ასე გამოიყურება:
10 წლამდე გოგონები:

I-თეა რუსიტაშვილი 6,5 ქულა (ბორჯომი, მწვრთნელი უშანგი ჯანგირაშვილი)
II-მარიამ მიგრიაული 6,5 ქულა (ახალციხე, მწვრთნელი შაქრო დიდიმამიშვილი)
III-ელენე შონია 4,5 ქულა (ბორჯომი, მწვრთნელი გოჩა თორია)

10 წლამდე ჭაბუკები:

I-საბა მურჯიკნელი 6 ქულა (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)
II-აკაკი სამსონიძე 6 ქულა (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)
III-გევორქ აკოპიან 5 ქულა (ახალქალაქი, მწვრთნელი რაფიკ გურჯანიან)

14 წლამდე გოგონები:

I-ვიკა ვეშაგური 6 ქულა (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)
II-მარიამ თურქაძე 3 ქულა (ბორჯომი, მწვრთნელი უშანგი ჯანგირაშვილი)
III-ნინო მასკალსკი 3 ქულა (ადიგენი, მწვრთნელი დანიელ აღლემაშვილი)


14 წლამდე ჭაბუკები:

I-საბა ყულჯანიშვილი 7,5 ქულა (ადიგენი, მწვრთნელი გივი გიქოშვილი)
II-საბა პაპაშვილი 6,5 ქულა (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)
III-საბა ტაბატაძე 5 ქულა (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)


გამარჯვებულმა მოჭადრაკეებმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს, რომელიც თბილისში ჭადრაკის სასახლეში გაიმართება.

| Print |