სპორტი
დღეს ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეა
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეს, კამპანიას სახელწოდებით „მოდი ვიმოძრაოთ“, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად, ხელოვნური ტბის მიმდებარედ გარბენში მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალი კამპანია „მოდი ვიმოძრაოთ“ / Let's Move დაიწყო. აქტივობის მიზანიa, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე წახალისდეს და ახალგაზრდები ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ.

მოსწავლეთა მონაწილეობით, დღეს, თბილისსა და რეგიონებში ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
| Print |