სპორტი
ახალციხეში ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობენ

ახალციხეში ფეხბურთში გამარჯვებას ზეიმობენ. მესხი გულშემატკივარი, რომელიც ისტორიული მატჩის მსვლელობას დიდ ეკრანთან ადევნებდა თვალს, გამარჯვების შემდეგ ქალაქში გამოვიდა და ხმამაღალი შეძახილებითა და მსვლელობით სკანდირებდა.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.

საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა. მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს.
მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. დიდ ეკრანზე თამაშის ყურება გულშემტკივრებს ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში ცენტრალურ პარკში შეეძლოთ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.
| Print |