სპორტი
პირველი თამაში დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება
ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში 18 ივლისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ სიხარული ვერ დამალა, რომ „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

,,ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია.

პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა“
, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა. 26 მარტის ფინალურ მატჩამდე საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან 2 ფრე და 7 წაგება ჰქონდა.
,,ზღაპრის ბოლო კეთილია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა 26 მარტის გამარჯვება ამ სიმღერით აღნიშნეს.
| Print |