სპორტი
როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა
ევროპის ჩემპიონატის ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენას UEFA-ს ბილეთების პორტალზე შეძლებთ.

ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში გამართავს.

18 ივნისს საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება. ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.

Uefa-ს საიტით ცნობილი ხდება, რომ გერმანიაში გასამართ ჯგუფური ეტაპის ნებისმიერი შეხვედრის ბილეთების ფასები 30, 60, 150, 200 და 400 ევრო იქნება. უშუალოდ ჩვენი ნაკრების თამაშების შესახებ კი წერია, რომ ბილეთების გაყიდვას სფფ უზრუნველყოფს, თუ ის სრულად ვერ იქნა გასხვისებული, მაშინ გაყიდვა UEFA-ს საიტზეც მოხდება.
| Print |