სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.

შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ჩეხეთის ნაკრების მატჩი საქართველოს დროით 17:00 სთ-ზე დაიწყო. შესრულდა საქართველოსა და ჩეხეთის ჰიმნები.

26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.
| Print |