სპორტი
სამცხე–ჯავახეთის პირველობაზე ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება
სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია რეგიონის პირველობაზე ჩემპიონატს იწყებს. დეტალების შესათანხმებლად, მუნიციპალიტეტების გუნდების მწვრთნელებთან, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. გადაწყდა, რომ საფეხბურთო მატჩები ორ წრედ ჩატარდება, თითოეული შვიდი ტურისგან შედგება.

პირველი შეხვედრა 22 აპრილს გაიმართება. ბორჯომის საფეხბურთო სტადიონი ოთხ თამაშს უმასპინძლებს. ჩემპიონატი ნოემბრის თვეში, მესხეთის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდება.

გამარჯვებული გუნდები დიპლომებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ასევე დასახელდებიან საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში.

ჩემპიონატის ორგანიზატორი სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციაა. ახალციხის გარდა მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლებთან არსებულ გუნდებს ადგილობრივი გამგეობები აფინანსებენ.


| Print |