სპორტი
ახალციხეში ფრენბურთის სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი გაიმართა
ფრენბურთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, სამცხე–ჯავახეთის სახელით, გოგონების ასპინძის და ბიჭების ახალციხის თემის გუნდები იასპარეზებენ. რეგიონული პირველობა დღეს ახალციხის სასპორტო სკოლაში გაიმართა. მასში გოგოების ხუთმა გუნდმა – ქალაქმა ახალციხემ, ასპინძამ, ნინოწმინდამ, ადიგენმა და ბორჯომმა მიიღეს მონაწილეობა. ბიჭების გუნდები ასპინძამ, ადიგენმა, ბორჯომმა, ახალციხის თემმა და ქალაქმა ახალციხემ წარადგინეს.

თამაში ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა. მასში 2000–03 წლებში დაბადებული ახალგაზრდები ჩაერთვნენ.

ფრენბურთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მონაწილე გუნდებს, სამცხე–ჯავახეთში მეორედ არჩევენ.

მისი ორგანიზატორი სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არიან.

| Print |