კროსში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული პირველობა გაიმართა.
მძლეოსნებს ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.
გეზრბენში ერთმანეთს ქალაქ ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ახალციხის თემის გუნდები შეეჯიბრნენ.
ოლიმპიადაში მონაწილეობა 2000–2002 წლებში დაბადებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. თითოპეულ მათგანს 1 200 მეტრ დისტანციაზე სირბილი მოუწია.
გუნდური პირველობა გოგონებში ქალაქ ახალციხის მესამე, ბიჭებში კი მეორე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ისინი ზონალურ შეჯიბრებაზე გაემგზავრებიან, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, ფინალის საგზურს მოიპოვებენ.
რეგიონული პირველობა კროსში, მესამე წელია იმართება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.