სპორტი
მესხმა მძლეოსნებმა ეროვნულ ჩემპიონატზე საპრიოზო ადგილი მოიპოვეს
ახალციხელი მძლეოსნები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ. შვიდი ოქრო, შვიდი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ეს შედეგი ახალციხის 10–კაციანმა ნაკრებმა აჩვენა. გოგოებმა და ბიჭებმა სხვადასხვა დისტანციაზე ირბინეს.

ამის გარდა, მესხმა სპორტსმენებმა გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს. ისინი პირველ ადგილზე გასულ თბილისის ნაკრებს, მცირედით ჩამორჩნენ.

ჩემპიონატი მძლეოსნობაში 27-28 მაისს, თბილისში ჩატარდა. მასში მონაწილეობას მძლეოსნობის ყველა კლუბი იღებდა.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მიღებული შედეგით, მინდია ენდელაძე ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. მესხი სპორტსმენი ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მალტაში იასპარეზებს.

| Print |