უდის პირველი საჯარო სკოლის მინისტადიონზე, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული არტემ ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
გამარჯვებისთვის რვა გუნდი იბრძოდა. სპორტული ღონისძიება უფროსი კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ტურნირში მესამე ადგილი სოფელ ლელოვნის სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილს დასჯერდნენ არლის სკოლის მოსწავლეები, გამარჯვება კი უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.