სპორტი
კრივის ფედერაცია ოთარ ერანოსიანის ბრძოლის განხილვას მოითხოვს
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია ახალქალაქელი მოკრივის ბრძოლის განხილვას მოითხოვს. ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსაჯებმა ოთარ ერანოსიანის ნაცვლად გამარჯვება მის მეტოქეს მიაკუთვნეს, ამიტომ დავით წიკლაური თვლის, რომ ეს ბრძოლა კრივის მსოფლიო ფედერაციამ უნდა განიხილოს.

ახალქალაქელი სპორტსმენი მეოთხედფინალში ევროპის ჩემპიონთან, ისრაელის სახელით მოასპარეზე სპორტსმენთან დამარცხდა. ამით საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი შანსი, რომ ჩემპიონატიდან მედლით დაბრუნებულიყო, დაკარგა.

ევროპის ჩემპიონატი უკრაინის ქალაქ ხარკოვში იმართება, სადაც საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი ასპარეზობდა. ნახევარფინალში გადასვლა მათგან მხოლოდ ორმა – ოთარ ერანოსიანმა და იაგო კიზირიამ შეძლო, თუმცა ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან ორივე მოკრივე გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, მათ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გაიმართება.




 


| Print |