ახალციხის საფეხბურთო გუნდი საქართველოს პირველობისთვის ბრძოლას აგრძელებს
10:18 / 15.07.2017
“ფეხბურთის აკადემია მესხეთი” საქართველოს პირველობის რეგიონული ლიგის მეორე წრისთვის ემზადება.
ფეხბურთელებმა ინტენსიური ვარჯიში განაახლეს. გუნდი ერთი კვირა ახალციხეში მოემზადება, შემდეგ კი გასვლით შეკრებებსაც გეგმავს.
ჩემპიონატის მეორე წრე აგვისტოს ბოლოს აიწყება.
ცვლილებებია გუნდში. “ფეხბურთის აკადემია მესხეთი” გუნდის კაპიტანმა და მეკარემ დატოვა. გუნდს ახალი მეკარე უკვე ჰყავს, წასულ მოთამაშეს კი ორი ლეგიონერი – თავდამსხმელი და მცველი ჩაანაცვლებს.