სპორტი
ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში ევროპის ჩემპიონი დაამარცხა
შერეული ორთაბრძოლების სახეობაში ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში გამართულ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. გიორგი აკოშვილი 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩერნოვცელ მებრძოლს, ევროპის ჩემპიონს დენის სემენიუკს შეხვდა და სამი რაუნდის შემდეგ ბრძოლა მოიგო.

ანდრეია ვაცილიშინას ხსოვნისადმი გამართულ ტურნირზე, ახალციხელი სპორტსმენი მებრძოლთა კლუბ "პატრიოტის" სახელით გავიდა და საქართველო წარადგინა.

ტურნირი უკრაინაში, 23 ივლისს გაიმართა.

ეს გამარჯვება გიორგი აკოშვილისთვის პირველი არ არის. თებერვალში გამართულ დასავლეთ უკრაინის ტურნირზე, იგი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. მანამდე მან მონაწილეობა უკრაინის თასისისთვის გამართულ ტურნირში მიიღო და მისი მფლობელიც გახდა.


| Print |