"ფეხბურთის აკადემია მესხეთმა" საშინაო მატჩი გამართა.
გუნდმა 2 სექტემბერს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონაზე, თბილისის"ვარკეთილს" უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ, 1–0 დასრულდა. "ვარკეთილის" ფეხბურთელებმა ერთადერთი გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს . ეს პირველი შეხვედრა იყო, რომელიც "ფეხბურთის აკადემია , მესხეთმა" რეგიონალ ლიგის ჯგუფის მეორე წრეში გამართა.