ფარმა რჩევები
ნივრის სწორად მიღება წმენდს ღვიძლს, წვავს ცხიმს და ანადგურებს პარაზიტებს
ნიორი – პროდუქტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამზარეულოში. გარდა კერძებისთვის პიკანტური გემოს მინიჭებისა, ეს ბოსტნეული ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ნიორი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს, როგორიცაა: კალციუმი, რკინა, კალიუმი, ფოსოფრი, მანგანუმი, A და C ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, გლიკოზიდები და ა.შ.

ანტიბიმკრობული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებებით გამრჩეული ნიორი საიმედოდ გვიცავს სხვადასხვა დაავადებებისგან, აძლიერებს ჩვენი ორგანიზმის თავდაცვით ძალებს და ხელს გვიწყობს ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

რატომ უნდა მივირთვათ ნიორი რეგულარულად?!

1. დიაბეტი

დღეში ნივრის ერთი კბილის მირთმევით, თქვენ შეძლებთ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას.

2. სოკოვანი ინფექცია

ნედლი ნივრისგან გამოწურული წვენი ძალიან ეფექტური საშუალებაა კანისა და ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად. უბრალოდ დაიმუშავეთ სხეულის დაინფიცირებული მონაკვეთები რეგულარულად ამ წვენით და სასიამოვნო ცვლილებებს მალევე იხილავთ.

3. ჰიპერტენზია

ნიორი წმენდს ჩვენს არტერიებსა და სისხლძრღვებს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან და ქოლესტერინის საცობებისგან, რის ხარჯზეც რეგულირდება სისხლის წნევა და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში.

4. პარაზიტები

ნიორი საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი ანტიპარაზიტული საშუალებაა, რომელიც ეფექტურად ებრძვის და ანადგურებს ჩვენს სხეულში ბინადარ უცხო სხეულებსა და მათ კვერცხებს.

5. ანტიკოაგულანტი

ნივრის რეგულარულად მირთმევით, შეძლეთ სისხლის შედედებისა და თრომბების ფორმირების თავიდან არიდებას.

6. გაციება

ნიორი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და ვირუსებს. ის სწრაფად ამარცხებს სურდოს და გაციებისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო სიმპტომებს.

7. აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას

გოგირდის შენაერთები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ეს ბოსტნეული, წმენდს ჩვენს სისხლს.

8. ამცირებს ქოლეტერინის დონეს

ნიორი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და შლის მის ფენებს, რომლებიც ილექება სისხლძარღვების კედლებზე და აფერხებს სისხლის მიმოქცევის პროცესს.

ნიორი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დილით, უზმოზე, ასევე საღამოს საათებში. აუცილებლად გამოიჩინეთ ზომიერება, მიირთვით დღეში მაქსიმუმ 2 კბილი ნიორი, რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის დაზიანება.

თუ გსურთ, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამ პროდუქტისგან, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით ის შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

ნივრის ერთი კბილი დააქუცმაცეთ და დატოვეთ ჰაერზე რამდენიმე წუთით, რათა მასში გააქტიურდეს ფერმენტები, შემდეგ გადაყლაპეთ და დააყოლეთ ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ეს საუკეთესო საშუალებაა ღვიძლის ტოქსინებისგან გასაწმენდად, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დასარეგულირებლად, პარაზიტების გასანადგურებლად და ცხიმოვანი ფენების წვის პროცესის გასააქტიურებლად.
| Print |