დღის ფრაზა
"ჩვენს ქვეყანაში ომის მომხრე არავინაა!" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება, საქართველოში საუბარი იყოს "ომის პარტიაზე", არ შეიძლება სახალხო დამცველის მიმართ ბრალდებები ისმოდეს, მაშინ, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან კითხვარს ავსებს.

"არ შეიძლება, საქართველოში საუბარი იყოს "ომის პარტიაზე". ჩვენს ქვეყანაში ომის მომხრე არავინაა!

მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და პირველ რიგში, მაშინ როცა ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს ვამზადებთ, არ შეიძლება ასეთი ბრალდებები ისმოდეს!

მეორე მხრივ, ასევე არ შეიძლება ვიღაცები საუბრობდნენ სანქციების გვერდით ავლით არასანქცირებული ვაჭრობაზე.

ამ საკითხზეც არანაირი ეჭვი აქ (ვაშინგტონში) არ ყოფილა და მგონი, არავის როლი არ არის გარეთ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ეჭვები გავაჩინოთ, რადგან სამომავლოდ, ქვეყნის რეპუტაცია ჩვენი მთავარი დამცველია,"
- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ:

| Print |