დღის ფრაზა
"ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა!" - სალომე ზურაბიშვილი
ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: მშვიდობა თუ თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დავდგეთ. ყველას ესმის, რომ თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა გააჩნია",
- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ.

"ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“ რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა!“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ:

| Print |