დღის ფრაზა
გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო სტრესის ქვეშაა - ჰარცელი
გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშაა - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. 

"ჩვენ ვსწავლობთ სიტუაციას მედიის თვალსაზრისით და გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული. ასევე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული აზრი ამ საქმის [ნიკა გვარამიას საქმე] განაჩენთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, ეს ევროკომისიის მიერ დადგენილ პრიორიტეტებშიც არის მოცემული", - ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
| Print |