დღის ფრაზა
ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია - ანდრიუს კუბილიუსი
ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო, ვისაც შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
| Print |