დღის ფრაზა
რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ოკუპანტია! - პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე
რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ოკუპანტია!!! - ასე ეხმაურება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლის თემას.

"ტურისტი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოსულია დასასვენებლად. რუსეთის მოქალაქე, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ის ტურისტი არ არის. ის ოკუპანტია!!!" - წერს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიამ რუსებზე სავიზო რეჟიმის დაწესების იდეა გააჟღერა, რასაც მთავრობის წარმომადგენლებმა ქსენოფობიური და სამარცხვინო კამპანია უწოდეს. 

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა.
| Print |