აბრეშუმის გზა
ქუჩის მხატვრობა ახალქალაქიდან (ფოტორეპორტაჟი)
ახალგაზრდებმა ახალქალაქის  ქუჩები "ქუჩის ფესტივალის" ფარგლებში 2015 წელს მოხატეს.

ქუჩის მხატვრობა, იგივე სტრიტ-არტი ხელოვანებისთვის თვითგამოხატვის კარგ საშუალებად ითვლება და ყველაზე ხშირად პოლიტიკური ან სოციალური მესიჯების მატარებელია.

თავდაპირველად, მხატვრობის ამ სახეობამ პოპოულარობა ამერიკაში მოიპოვა, სადაც მხატვრებს ,,ქუჩის ხულიგნებს“ უწოდებდნენ, რადგან თვლიდნენ რომ კედლებს ამახინჯებდნენ.
ქუჩის მხატვრობამ ფეხი საქართველოში ახლახან მოიკიდა და პოპულარობამაც არ დააყოვნა. ხელოვნების ეს დარგი ხელს უწყობს ნამუშევარი ფართო აუდიტორიამ იხილოს.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მხატრობა უკვე ბევრ ქალაქშია გავრცელებული, არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც თვითნებური მოხატვა დასჯადია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, თავდაპირველად გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ითვალისწინებს სხვა ადმინისტრაციულ სასჯელებსაც.
| Print |