აბრეშუმის გზა
ცხოვრების ჯანსაღი წესი თუ… მითი?
ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ უამრავი მითი არსებობს. იცი თუ არა, როგორ გაარჩიო სიმართლე მითისგან. შეამოწმე საკუთარი თავი ჩვენი სიის დახმარებით!

1. შენ არ გჭირდება SPF, თუ მთელ დღეს შენობაში ატარებ. 
ეს მითია! თუ ფანჯარასთან ზიხარ, შენ აუცილებლად უნდა ისარგებლო მზისგან დამცავი საშუალებით. მზის სხივი ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით მოქმედებს შენს კანზე, რომელსაც შეუძლია შემოაღწიოს შუშიდან და იქცეს კანის ნაადრევი დაბერების მიზეზად.

2. ვარჯიში აუმჯობესებს შენი კანის მდგომარეობას.
ეს სიმართლეა! ვარჯიში სისხლის მიმოქცევას და ორგანოებისა და კანისთვის მის მიწოდებას აუმჯობესებს. ასევე ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებითაც ამდიდრებს. ვინაიდან ნებისმიერი სპორტი პირველ რიგში გულსისხლძარღვთა სისტემას ავარჯიშებს, კანისათვისაც სასარგებლო იქნება..

3. ცხიმიანი საკვები ასუქებს.
ეს მითია! რა თქმა უნდა თუ ძალიან ბევრ ცხიმს მიირთმევ მოიმატებ, მაგრამ იგივე დაგემართება თუ ბევრ ცილას ან ნახშირწყლებს მიიღებ. ამავე დროს, ცხიმის სწორი რაოდენობა სჭირდება შენს ორგანიზმს, ხოლო ცხიმები, რომლებიც შედის პროდუქტებში, ისეთში მაგალითად როგორიცაა თხილი, თევზი, ავოკადო დაგეხმარება დაძლიო შიმშილის გრძნობა.

4. აუცილებელია დღეში მიიღო 8 ჭიქა წყალი
ეს მითია! არავითარი აზრი არ აქვს ითვალო ჭიქები, რადგან ყველას თავისი ჰიდროტაციის მოთხოვნილებები აქვს. ხოლო წყლის ჭარბ რაოდენობას ჩვენ ვიღებთ საკვებთან ერთად. ამიტომ დალიე წყალი, როდესაც მოგწყურდება.

5. ძილის უკმარისობას მივყავართ ჭარბ წონამდე
ეს სიმართლეა! შენთვის ნაცნობია შიმშილის გრძნობა დაღლილობის დროს? საქმე იმაშია, რომ ჰორმონები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს, როდესაც ჩვენ ძილი გვერევა ისინი გვიხსნიან მადას. ამიტომ ძილის უკმარისობას ბუნებრივი გზით მივყავართ ჭარბ წონამდე.


6. სწორად მიმართული ვარჯიშები გვეხმარება შევამციროთ ცხიმი სხეულის განსაკუთრებულ ადგილებში
ეს მითია! თუ ათასობით ტრიალს გააკეთებ, მაშინ პრესის ძლიერ კუნთებს მიიღებ, მაგრამ ვერცერთ გრამ ცხიმს ვერ მოიშორებ მუცლიდან. თუ წონის დაკლება გინდა, უნდა ავარჯიშო მთელი სხეული და უკეთესია აკეთო ეს კარდიო ვარჯიშების მეშვეობით, როგორიცაა სიარული, ველოსიპედი ან ცურვა.

7. კალორიები, რომლებსაც შენ შთანთქავ ღამე მავნებელია ვიდრე ისინი, რომლებსაც დღისით ღებულობ
ეს მითია! ზოგიერთ დიეტაში აკრძალულია 6-ის შემდეგ ჭამა. არ დაუჯერო მათ. მნიშვნელობა არ აქვს როდის მიიღებ საკვებს, მთავარია რამდენს შეჭამ. ერთი კალორია – ერთი კალორიაა, იმის მიუხედავად დილით მიიღე, ღამე თუ დღე.
წყარო: ge.oriflame.com
| Print |