აბრეშუმის გზა
10 ინოვაცია, რომელიც სამყაროს ამოატრიალებს

 

მეცნიერები ხშირად გვაკვირვებენ ტექნოლოგიური ინოვაციებით - ნივთებით, რომლებიც გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენ არა აწმყოში, არამედ მომავალში ვცხოვრობთ. გარდა მასშტაბური პროექტებისა, არსებობს უამრავი ყოველდღიური ნივთი, რომელიც ცხოვრებას გაგვიადვილებს და დროს დაგვიზოგავს, რაც თანამედროვე ადამიანისთვის განსაკუთებით მნიშვნელოვანია.


1. პორტატული ტოსტერი

თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად დაჭრათ და გახუხოთ პური, ამასი კი მხოლოდ ერთი - პორტატული დანის შეძენა დაგჭირდებათ.

2. MIITO - მომავლის ტექნოლოგია


ეს მოწყობილობა მომენტალურად აძლევს წყალს იმ ტემპერატურას, რომელიც თქვენ გსურთ. ერთ ჭიქაში ჩასხმული სითხე ჯერ გაყინოთ და თუ გადაიფიქრებთ მისგან ცხელი ჩაი გაიკეთოთ.

3. ელექტრონული სენსორული კალამი

Phree pen-ის გამოყენებით თქვენ შეძლებთ, ნებისმიერ ადგილას დაწეროთ სასურველი ფრაზა ან შექმნათ ნახატი. ყველა მონახაზი, რომელსაც კალამის საშუალებით შეასრულებთ გაიგზავნება თქვენს გაჯეტში.

4. სმარტოფნი, რომელიც ყველაზე ნათლად გაჩვენებთ ამინდის პროგნოზს

Window Phone პირდაპირ გაჩვენებთ მოსალოდნელ ამინდს, მაგალითად თუ გარეთ წვიმს თქვენს ტელეფონზე წყლის წვეთები გამოისახება და რადგან სმარტფონი გამჭვირვალეა ის წვიმისგან დასველებულ ტელეფონს დაემსგავსება.

5. Copy & Paste

ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ იმ სურათების დაკოპირებაში, რომლის გადმოწერასაც ვერ ახერხებთ. ამისთვის კი საკმარისია მიიტანოთ ის სასურველ ფოტოსთან, მოწყობილობა მას დააფიქსირებს და თქვენ შეძლებთ მოათავსოთ სურათი სასურველ ადგილას.

6. მოსახერხებელი სმარტფონი

Portal მფლობელებს არ ეშინიათ ტელეფონის დავარდნის და მისი გაფუჭების, რადგან ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ სმარტფონი ძალიან მოსახერხებელია, ის წყალსაც უძლებს და ყვინთვის მოყვარულებს შეუძლიეთ წყალში 10 მეტრის სიღრმეშიც არ დაკარგონ კონტაქტი გარესამყაროსთან.

7. საკვების შემადგენლობის დამდგენი დეტექტორი

TellSpec შექმნილია ადამიანებისთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ თავზე და ცდილობს აკონტროლოს მირთმეული საკვების შემცველობა.

8. მზის ბატარეა

მზის ბატარეა ახალი არ არის, თუმცა კონკრეტულად ეს ბატარეა არა მთლიანი სახლისთვის არამედ თქვენი გაჯეტისთვისაა განკუთვნილი. ის დაგემხარებათ ელექტროენერგიის გამოყენების გარეშე დატენოთ თქვენი გაჯეტი.

9. უსადენო თარჯიმანი ყურსასმენები

გაიკეთეთ ყურსასმენები, აირჩიეთ სასურველი ენა და ინტერნეტთან კავშირის გარეშე, მოიხსენით ყოველგვარი ბარიერი უცხოელ ადამიანთან საუბრისას.

10. სამეკრანიანი ტელეფონი


ეს ტელეფონი უამრავ დროს დაგვიზოგავს, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, ერთდორულად გამოვიყენოთ სამივე ეკრანი, ისე, რომ ერთმანეთთან ერთი ოპერაციის მსვლელობამ მეორეს ხელი არ შეუშალოს.

წყარო: http://www.okmagazine.ge

| Print |