აბრეშუმის გზა
შალვა ახალციხელის ქუჩის ისტორია
შალვა ახალციხელი საქართველოს სიმბოლოა. ის იყო სწორუპოვარი რაინდი – „არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი“.

სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სარდალი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ვაზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდგომ მანდატურთუხუცესი), ერისთავთ-ერისთავი. შალვა ახალციხელი 1195 წელს შამქორის ბრძოლაში პირველი შეიჭრა მაჰმადიანთა კოალიციის სარდლობის ცენტრში და ხელთ იგდო მტრის უმთავრესი სიმბოლო, ხალიფას დროშა, რომლის ქვეშაც გაერთიანებული იყო თითქმის მთელი აღმოსავლეთი ერთი მიზნით – საქართველოს დასაქცევად.
ივანე ახალციხელი და მისი ნაწილების მცირე ნარჩენი უკანდახევისას კლდიდან დაგორებულმა ქვებმა იმსხვერპლა. შალვა ახალციხელი კი ხელში ხმალგატეხილი ტყვედ ჩაუვარდათ მაჰმადიანებს.

სწორუპოვარი რაინდი და უნიჭიერესი მხედართმთავარი შალვა ახალციხელი დაუმარცხებელი სარდალი და მეომარი იყო, მაგრამ რა უნდა ექნა 4 000 მესხს 150 000 ბარბაროსის წინააღმდეგ. მით უმეტეს, როცა მისი მოძმეები, შურიანი ივანე ათაბაგის ხელმძღვანელობით, 60 000 ქართველზე მეტი, ჯერ გულგრილად უყურებდნენ მესხთა განადგურებას, მერე კი უომრად გაეცალნენ ბრძოლის ველს და იქვე დამარხეს დიდი საქართველოს უძლეველი სახელი.

ივანე ახალციხელი ბიჯნისის ციხეს შეეხიზნა და იქვე გარდაიცვალა მალე. შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა. მისი გმირობის ამბავი ყველას სმენოდა და სისხლისმსმელმა ჯალალმა გადაწყვიტა, თავის არმიაში მიეღო სწორუპოვარი რაინდი და საპატიო ტყვედ დაიტოვა. ქალაქებს შეჰპირდა სამართავად, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა და თავის ერთ-ერთ მხედართმთავრობას სთავაზობდა.მაგრამ, შალვა ახალციხელი წერილებს აგზავნიდა სამშობლოში და ქვეყნის თავდასაცავად ჯარის შეყრას ითხოვდა. გაუგეს. სულთანმა ჯალალედინმა გადაწყვიტა, ეპატიებინა, მაგრამ, ერთი პირობით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სისხლისმსმელი, ბოროტების მსახური სულთანი ოდნავ „გონივრულად” მოიქცა, ან იქნებ გაუტეხელი ქართველის გატეხვა სურდა – შალვას გამაჰმადიანება მოსთხოვა.

ასე ეწამა შალვა ახალციხელი ქრისტიანობისათვის, როგორც ეწამებოდა ხოლმე ჩვენი სამშობლო ქრისტეს სარწმუნოებისთვის..
XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის 30 ივნისი. თამარ მეფის ვეზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ – მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი, ჯავახეთის მონაპირე, თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების — ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი.


მომზადებულია www.georoyal.ge  - ს მასალის მიხედვით

| Print |