აბრეშუმის გზა
რატომ იღლებიან თანამედროვე ბავშვები სკოლაში?
ჩვენი შვილები მოუმზადებლები არიან სტრესულ სიტუაციებთან ბრძოლაში, რაც დიდ წინააღმდეგობას უქმნით წარმატების გზაზე. ჩვენ ხშირად ვხვდებით სურვილების შეკავების უუნარობას კლასში, სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებსა თუ სათამაშოების მაღაზიებში, რადგან მშობელმა ასწავლა ბავშვის ტვინს დაუყოვნებლივ იმის მიღება, რაც იმ მომენტში სურს.

ჩვენ ძალიან დაკავებულები ვართ, ამიტომ ბავშვებს ვაძლევთ გაჯეტებს, რომ ისინიც იყვნენ დაკავებულები. ადრე ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, სადაც ექსტრემალურ პირობებში სოციალურ უნარებს იძენდნენ. სამწუხაროდ, გაჯეტებმა ბავშვებს შეუცვალა სუფთა ჰაერზე სეირნობა. ფაქტიურად, ჩვენს მაგივრად ტელეფონი "ზის" ბავშვთან. დამეთანხმებით, "ის" ვერ ასწავლის ბავშვს ურთიერთობას.
ტვინი კუნთს ჰგავს, რომელსაც მუდმივად სჭირდება ვარჯიში. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა იცოდეს ველოსიპედის ტარება - უნდა ასწავლოთ. თუ გინდათ, რომ ბავშვმა იცოდეს მოცდა, უნდა ასწავლოთ მოთმინება. იგივე ეხება სხვა ნებისმიერ უნარს.


დაუსრულებელი მხიარულებ

ჩვენ შვილებს შევუქმენით ხელოვნური სამყარო, სადაც არ არის მოწყენილობა. როგორც კი ბავშვი მოიწყენს, მაშინვე გავრბივართ მის გასართობად, გვგონია, რომ არ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ჩვენ ვცხოვრობთ "მხიარულების" და "საქმიან" სამყაროში. ოღონდ ეს მხიარულებაც ხელოვნურია, სხვადასხვა ნივთის მეშვეობით შექმნილი, და არა ემოციური კავშირით.
რატომ არ გეხმარებიან ბავშვები სამზარეულოში? რატომ არ ალაგებენ თავიანთ სათამაშოებს? იმიტომ, რომ ეს უბრალო მონოტონური სამუშაოა.
სკოლაში წერა ეზარებათ და ამბობენ: "არ შემიძლია, ძალიან მოსაწყენია". რატომ? იმიტომ, რომ ზემოხსენებული "კუნთი" არ ვარჯიშდება დაუსრულებელი მხიარულების გამო. ის ვარჯიშდება მხოლოდ მუშაობის დროს.


ტექნოლოგიები

გაჯეტები ჩვენი შვილების უფასო ძიძები გახდნენ. ყოველდღიური ცხოვრება ვირტუალურ ცხოვრებასთან შედარებით - მოსაწყენია.
ტექნოლოგიები ემოციურად გვაშორებს ოჯახსა და შვილებს. მშობელთან ემოციური წვდომა - ძირითადი კვებითი ნივთიერებაა ბავშვის ტვინისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ თანდათან ვართმევთ ამას ჩვენს შვილებს.


ბავშვები მართავენ სამყარო

"ჩემს შვილს არ უყვარს ბოსტნეული", "მას არ უყვარს საუზმის მირთმევა", "მას არ უყვარს სათამაშოები, მაგრამ კარგად ერკვევა გაჯეტებში", "ეზარება დამოუკიდებლად ჭამა" - ეს არის ფრაზები, რაც გამუდმებით მესმის მშობლებისგან. როდის აქეთ გვკარნახობენ ბავშვები, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ? მათ რომ ნება დავრთოთ, გამუდმებით შეჭამდნენ ფრის, ნამცხვრებს, უყურებენ ტელევიზორს, ითამაშებენ პლანშეტით და არასოდეს დაიძინებენ.
თუ ბავშვს სურს სტუდენტობა, მისთვის აუცილებელია სწავლა. თუ სურს ფეხბურთელობა - უნდა ივარჯიშოს ყოველდღე. ჩვენმა შვილებმა იციან რა სურთ, მაგრამ მათთვის მძიმეა ამ მიზნისთვის ბრძოლა. შედეგად იღებენ მიუღწეველ ოცნებებს და იმედგაცრუებას.

ავარჯიშეთ მათი ტვინი!
თქვენ შეგიძლიათ ავარჯიშოთ ბავშვის ტვინი და შეცვალოთ მისი ცხოვრება ისე, რომ გახდეს წარმატებული ემოციურ და აკადემიურ სფეროში.


1. არ შეგეშენდეთ ჩარჩოების დადგენის
ეს ბავშვებისთვის აუცილებელია, რათა გაიზარდონ ჯანმრთელები და ბედნიერები.
შეადგინეთ კვების, მეცადინეობის, ძილისა და გაჯეტებით სარგებლობის განრიგი.
იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის სასარგებლო ბავშვისთვის და არა მხოლოდ იმაზე, თუ რა აინტერესებს მას (გაიზრდება და მადლობას გეტყვით ამისთვის).
აღზრდა რთული პროცესია. უნდა იყოთ კრეატიული, რათა აიძულოთ გააკეთოს ის, რაც უკეთესია მათთვის.
ბავშვებს ესაჭიროებათ საკვები. მათთვის აუცილებელია ქუჩაში სეირნობა, დროულად დაძინება, რათა მეორე დღეს მომზადებულები და დასვენებული მივიდნენ სკოლაში. გადააქციეთ მათთვის მოსაწყენი საქმიანობა მხიარულ, ემოციურ-მასტიმულირებელ თამაშად.

2. შეზღუდეთ გაჯეტებით სარგებლობის დრო და აღადგინეთ ემოციური სიახლოვე ბავშვებთან
აჩუქეთ ყვავილები, გაიღიმეთ, მოუღუტუნეთ, დაუტოვეთ ღია ბარათი ბალიშის ქვეშ, იცეკვეთ მასთან ერთად, იხოხეთ, ესროლეთ ერთმანეთს ბალიშები, იმხიარულეთ.
მოაწყვეთ საოჯახო ვახშამი, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ერთად ისეირნეთ ველოსიპედებით.

3. ასწავლეთ მოცდა!
მოწყენილობა – ნორმალურია, ეს პირველი ნაბიჯია შემოქმედებისკენ.
თანადათან გაზარდეთ დრო "მინდა" და "მივიღე"-ს შორის.
ეცადეთ არ გამოიყენონ გაჯეტები მანქანაში, რესტორანში, სტუმრად. მიაჩვიეთ მოცდას, ესაუბრეთ ან ეთამაშეთ.
შემცირეთ წახემსებების რაოდენობა ძირითად კვებებს შორის.

4. ასწავლეთ ბავშვს ადრეული ასაკიდან შეასრულოს ერთი შეხედვით მონოტონური, თუმცა აუცილებელი სამუშაო:

დააკეცინეთ თავისი ტანსაცმელი, დაახარისხებინეთ პროდუქტები, აალაგებინეთ საწოლი.
იყავით კრეატიული. ყველაფერი გააკეთეთ ხალისით, ღიღინით, რათა შრომა აღიქვას ბავშვის ტვინმა, როგორც პოზიტიური ქცევა.

5. ასწავლეთ სოციალური უნარები
ასწავლეთ განაწილება, სხვისი შექება, "მადლობის" და "თუ შეიძლება"-ს თქმა.
ბავშვები იცვლებიან მაშინ, როდესაც მშობლები ცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას აღზრდის მიმართ. დაეხმარეთ შვილებს სწავლის გზით წარმატების მიღწევაში, ავარჯიშეთ მათი ტვინი, სანამ არ იქნება გვიანი
წყარო:https://www.mshoblebi.ge/
| Print |