აბრეშუმის გზა
დეტოქსიკაციის TOP-5 საუკეთესო რეცეპტი
დეტოქსი - ორგანიზმის გაწმენდის შესანიშნავი საშუალებაა; ასევე, შანსი, რათა კუჭ-ნაწლავის სისტემამ და ღვიძლმა დაისვენოს, ბონუსად კი ნელ-ნელა დაიკლებთ წონაში, გამოდევნით ტოქსინებს და ორგანიზმს გაიახალგაზრდავებთ.
გთავაზობთ დეტოქს-სასმლის რამდენიმე რეცეპტს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი:


1. ვაშლი და დარიჩინი

წვრილად დაჭერით ერთი ვაშლი და დაასხით 500 მლ წყალი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი, გააცივეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ვაშლისა და დარიჩინის ნარევი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში.

2. ლიმონის წვენი და თაფლი

2 ს.კ. ახალდაწურული ლიმონი შეურიეთ 200 მლ თბილ
წყალთან, დაამატეთ 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი, 1 მწიკვი დაფქული ჯინჯერი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნარევი დაგეხმარებათ საკვების მომნელებელი სისტემის გაწმენდაში და შეგმატებთ ენერგიას.

3. ჯანჯაფილის სასმელი

ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ) გაფცქვენით და წვრილად დაჭერით, დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. გაცივების შემდეგ დაამატეთ ერთი მწიკვი დარიჩინი და რამდენიმე კოვზი ასკილის წვენი. მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა, საკვების მომნელებელი სისტემა.

4. ჭარხლის წვენი

მოამზადეთ წვენი 1 ჭარხლის, 2 ვაშლისა და ნიახურისგან. მიიღეთ დღეში 2-ჯერ, 1 ს.კ. დილას და საღამოს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5. ჯანმრთელობის კოქტეილი

მოამზადეთ წვენი 1 ფორთოხლის, 1 ლიმონისა და 1 სტაფილოსგან, შეურიეთ 100 მლ მინერალური წყალი. მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
| Print |
თეგები: დეტოქსიკაცია /