აბრეშუმის გზა
დაუჯერებლად გემრიელი ბერძნული ტკბილეული - კორკოტი!
ინგრედიენტები
- პურის კეკალი - 1 კგ
- შაქარი - 250 გ
- დაფქული ყავა - 5 ჩ/კ
- ნიგოზი - 500 გ
- თეთრი ქიშმიში - 250 გ
- შავი ქიშმიში - 100 გ
- მოხალული პურის ფქვილი - 3 ჭიქა
მომზადების წესი
მოვხარშავთ კორკოტს მარილთან ერთად, კარგად გავაშრობთ. შემდეგ დიდ ტილოზე დავაფენთ და ისევ გავაშრობთ. ავიღებთ ლანგარს და დავიწყებთ სერვირებას ფენებად.
ჯერ კორკოტი, შემდეგ შაქარი, ყავა, პურის ფქვილი, ნიგიზი , ქიშმიში და ასე გაიმეორეთ ორ -ორ ფენად.
გემრიელად მიირთვით!
წყარო: gemrielia.ge
გააზიარეთ :