ამინდი
საქართველოში ამინდი გაუარესდება
დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 3 ოქტომბრის დილამდე საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ხოლო 5 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგგან ძლიერი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |