ამინდი
საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ
საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

ამინდის გაუარესება ნავარაუდევია 2 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან სამცხე–ჯავახეთშიც.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |