ამინდი
სამცხე-ჯავახეთის საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ90(ყანობილის ასახვევი) მონაკვეთზე, დაზიანებული და წაქცეულია გარე განათების ელექტროგადამცემი ბოძები. ვერ ხერხდება აღნიშნული მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბასთუმანი-ყანობილის საავტომობილო გზის გაწმენდა. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
| Print |