ამინდი
ხვალიდან ამინდი გაუარესდება
24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.

სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში ხვალ მცირე თოვლს ვარაუდობენ. 24 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1, ღამით კი მინუს 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 7-ს. ასპინძაში ტემპერატურა დღისით პლუს 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 4. ადიგენში დღისით მინუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 8 არის ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით მინუს 3 და ღამით მინუს 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 4 და ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.

აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 7, ღამით კი მინუს 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღისით 4, ღამით კი მინუს 2 გრადუსი იქნება.
| Print |