ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში უახლოეს დღეებში?
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში ხვალ თოვლს ვარაუდობენ. 26 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 2, ღამით კი მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ.

ბორჯომში დღისით 1 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 3-ს. ასპინძაში ტემპერატურა დღისით პლუს 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6. ადიგენში დღისით მინუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 5 არის ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით მინუს 5 და ღამით მინუს 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 6 და ღამით მინუს 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე თოვაა მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 5, ღამით კი მინუს 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღისით 5, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |